არაქისის კარაქი წონის კლებისა და ვარჯიშისთვის — სიმართლე და მითები
არაქის კარაქზე ბევრი ურთიერთგამომრიცხავი რწმენა არსებობს. ზოგი ამბობს, რომ ის „გასუქებს", სხვები — რომ პროტეინის იდეალური წყაროა და ვარჯიშისთვის აუცილებელია. სიმართლე სადღაც შუაშია და დეტალებზეა დამოკიდებული. ამ სტატიაში ფაქტებს ვუპირისპირებთ გავრცელებულ მითებს.
კვებითი ღირებულება — რა შედის ერთ ულუფაში
სანამ მითებზე გადავალთ, შევხედოთ ციფრებს. ქვემოთ მოცემულია ნატურალური არაქისის კვებითი ღირებულება (მხოლოდ მიწისთხილი და მარილი):
| მაჩვენებელი | 1 კოვზი (~16გ) | ულუფა (~32გ) | 100გ |
|---|---|---|---|
| კალორია | ~94 | ~188 | ~588 |
| პროტეინი | ~4გ | ~8გ | ~25გ |
| ცხიმი | ~8გ | ~16გ | ~50გ |
| ნახშირწყალი | ~3გ | ~6გ | ~20გ |
| ბოჭკო | ~1.5გ | ~3გ | ~6გ |
ორი მთავარი დასკვნა: არაქისის კარაქი მართლაც მაღალკალორიულია (კოვზი ≈ 90+ კალორია), მაგრამ ამავდროულად მდიდარიაპროტეინითა და ჯანსაღი ცხიმებით — სწორედ ამიტომ აქრობს შიმშილის გრძნობას.
მითები vs სიმართლე
„არაქისის კარაქი გასუქებს"
თავად პროდუქტი არ „ასუქებს" — წონა მატულობს მაშინ, როცა დღეში მეტ კალორიას იღებთ, ვიდრე ხარჯავთ, რა წყაროდანაც არ უნდა იყოს ის.
სიმართლე: არაქისის კარაქის მიღება ხშირად ამცირებს დღის მანძილზე მიღებულ კალორიებს — ერთი კოვზიც კი დიდი ხნით განაყრებთ.
„დიეტისას ცხიმი აკრძალულია, ამიტომ არაქისის კარაქი არ ვარგა"
„ცხიმი = მავნე" მოძველებული წარმოდგენაა და ცხიმის ტიპზეა დამოკიდებული.
სიმართლე: არაქისის კარაქის ცხიმის დიდი ნაწილი მონოუჯერი ჯანსაღი ცხიმია (ოლეინის მჟავა). ასეთი ცხიმები ენერგიის წყაროა და მაძღრის შეგრძნებას უწყობს ხელს — დიეტის მტერი არ არის, თუ ულუფას იცავთ.
„ვარჯიშის შემდეგ მხოლოდ პროტეინი მჭირდება"
კუნთის აღდგენა მხოლოდ პროტეინზე არაა დამოკიდებული.
სიმართლე: კუნთების აღდგენისთვის სჭირდება პროტეინი + ნახშირწყალი + ჯანსაღი ცხიმი. არაქისის კარაქი ბანანთან ან შვრიის ფაფასთან ერთად იდეალურად დაბალანსებული საჭმელია ვარჯიშის შემდეგ.
„ყველა არაქისის კარაქი ერთნაირია"
ეტიკეტს თუ წაიკითხავთ, განსხვავება დიდია.
სიმართლე: ბევრი იმპორტული ბრენდი ამატებს შაქარს, პალმის ზეთსა და სტაბილიზატორებს — ეს ცარიელი კალორიებია, რაც წონის მატებას იწვევს. წონის კონტროლისას აირჩიეთ ნატურალური არაქისის კარაქი — მხოლოდ მიწისთხილი და მარილი.
„რაც მეტი, მით უკეთესი — ხომ პროტეინია"
კალორიების გადაჭარბება ეფექტს აბრუნებს.
სიმართლე: ოპტიმალურია დღეში 100 გრამამდე . არაქისის კარაქის მირთმევისას პროტეინთან ერთად ბევრ კალორიასაც იღებთ. ულუფის კონტროლი ყველაფერია.
როგორ ჩავრთოთ არაქისის კარაქი ვარჯიშის რაციონში
- ვარჯიშამდე (30-60 წთ): 1 კოვზი ბანანზე ან პურზე — ხანგრძლივი ენერგია და შემცირებული მადა.
- ვარჯიშის შემდეგ: შვრიის ფაფა ან სმუზი 1 კოვზი არაქისის კარაქით — პროტეინი + ნახშირწყალი აღდგენისთვის.
- საუზმეზე: ცილოვანი საუზმე 3 ჯერ მეტადგანაყრებს ვიდრე ნახშირწყლები.ეს დღის განმავლობაში მიღებულ მთლიან კალორიებს ამცირებს.
- მადის კონტროლი: შუადღის მცირე ულუფა გიცავთ ტკბილეულის მირთმევის სურვილისაგან.
ვისთვის შეიძლება არ იყოს იდეალური
არაქისის კარაქი ყველასთვის არ არის. არაქისზე ალერგიის შემთხვევაში ის გამორიცხულია. ასევე, თუ ექსტრემალურად დაბალკალორიულ დიეტაზე ხართ, მისი ულუფა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა აკონტროლოთ. ყველა სხვა შემთხვევაში, ის ჯანსაღი დიეტის ნაწილია.
ნატურალური არაქისის კარაქი ტოსტისგან
მხოლოდ მიწისთხილი და მარილი — შაქრის, პალმის ზეთისა და დანამატების გარეშე. სწორედ ისეთი, როგორიც წონის კონტროლს უხდება.
შეუკვეთე ახლავე — ₾19